„საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი!“ - დაბლაციხის საჯარო სკოლაში, 9 აპრილთან დაკავშირებით, კვირეული მოეწყო
10-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს კვირეული მიეძღვნა.

კვირეულის - „საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი!“ ფარგლებში, სკოლაში, საინტერესო აქტივობები გაიმართა.

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თავისუფლებისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ბავშვებმა, ასევე აღნიშნულ დღეს, ეროვნული გმირის - ნატო გიორგაძის სახელზე, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს. 

მათ ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს, ლექსები და საკუთარი ჩანახატები წაიკითხეს 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიის შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203