გეჯეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა
10-04-2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის პედაგოგთა გუნდი ზრუნავს, რომ მოსწავლეებმა საქართველოს უახლესი ისტორია კარგად გაითავისონ.

ამ მიზნით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა. ის მე-7 და მე-8 კლასში ჩატარდა, ხელმძღვანელი კი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ბესიაშვილი იყო. 

მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, თემატური ნამუშევარი მოამზადეს და საინტერესოდ ისაუბრეს.

„35 წელი 1989 წლის 9 აპრილიდან. ერთი სულით, ერთი სახით, ერთი სურვილით გაერთიანებული ქართველი ერი და 21 ადამიანის სიცოცხლის ფასად მოპოვებული თავისუფლება. მადლობა თავისუფლებისთვის“,- აღნიშნეს ღონისძიებაზე მოსწავლე-მასწავლებლებმა.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203