მუხურის N1 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
10-04-2024
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ამ მიზნით კი, არაერთი თემატური ღონისძიება ეწყობა. ამჯერად, სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. 

მათ სხვადასხვა სპორტული აქტივობა შეასრულეს, ერთმანეთს შეეჯიბრნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სპორტული ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სწავლა-სწავლების პროცესის გამრავალფეროვნება იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203