მუხურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჭადრაკო ჩემპიონატში საპრიზო ადგილები დამსახურებულად მოიპოვეს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მიზანდასახული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებასა თუ პროექტში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი ჭადრაკში, სოფლის პირველობაში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და საჭადრაკო ჩემპიონატში ყველა საპრიზო ადგილი დამსახურებულად მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მასშტაბით საჭადრაკო ჩემპიონატი მეორე წელია ხორციელდება და მოსწავლეებში დიდი მოწონებით სარგებლობს.
მუხურის N1 საჯარო სკოლაში კი თითოეული მოსწავლის განვითარებაზე, ცოდნის წარმოაჩენასა და გააქტიურებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
იხილეთ ფოტოები: