ხონის N4 საჯარო სკოლის მოჭადრაკეთა გუნდმა მუნიციპალურ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა
ხონის N4 საჯარო სკოლაში მოტივირებული, მიზანდასახული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებასა თუ პროექტში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, ხონის მუნიციპალიტეტის სასკოლო ოლიმპიადის ტურნირზე, სკოლის მოჭადრაკეთა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და პირველ ადგილზე გავიდა. გამარჯვებულებს საპატიო თასი, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები ქალაქის მერმა ლადო ჯურხაძემ გადასცა.
სკოლაში ამ დიდ გამარჯვებას გუნდის წევრებს - ბექა წვერავას, თეკლა ჩიქოვანს, ნიკოლოზ კალანდიას, ნიკოლოზ ჩიხლაძესა და მათ მწვრთნელ თამაზ მეძველიას ულოცავენ.
„ძალიან კარგი ამბავი! ვამაყობთ თქვენით! წარმატებები“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: