„სამშობლო მათ ხსოვნას სანთლებად აინთებს“- გუმათის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ლიტერატურული კომპოზიცია მიუძღვნეს 
09-04-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

თარიღთან დაკავშირებით, პედაგოგ აზა სვანიძის ხელმძღვანელობით, ლიტერატურული კომპოზიცია - „სამშობლო მათ ხსოვნას სანთლებად აინთებს“ გაიმართა. მოსწავლეებმა 9 აპრილს განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს, თემატური ნამუშევარი დაამზადეს და სანთლები დაანთეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი პატრიოტი და ღირსეული მომავალი თაობის აღზრდაზე ზრუნავს.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203