დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის ინტელექტუალთა მორიგი წარმატება და „კლდის ვეფხვის“ მოპოვებული პირველი ადგილი
10-04-2024

„ინტელექტუალური თამაშები ყოველთვის იყო ერთ-ერთი გამოწვევა და ამავდროულად ძლიერი მხარე ჩვენი სკოლისთვის.  თითქმის ყველა თამაშში საუკეთესო შედეგები უჩვენებიათ ჩვენს ინტელექტუალებს. და აი გუშინდელ თამაშში - „რა, სად, როდის- ევროპის შესახებ“ მესტიის რაიონის 13 სკოლას შორის ჩვენი სკოლის გუნდმა - „კლდის ვეფხვი“ პირველი ადგილი დაიკავა“,- ამაყად გვეუბნებიან მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლაში და მოსწავლეთა მორიგ წარმატებას აღნიშნავენ. 

ინტელექტუალურ თამაშში გუნდი შემდეგი შემადგენლობით მონაწილეობდა:

 1. ნიკოლოზ რატიანი;
 2.მარიამ მჭედლიოანი;
3.რომანი სუბელიანი; 
4. მარიამ გვარლიანი;
5. გიორგი სართანია;
6.მარიამ ხოჯელანი.

თამაშის კოორდინატორები იყვნენ მარიანა ფალიანი და ნინო ნაკანი.

ვიქტორინა ჩაატარა EU4 GEORGIA 4 COMUNICATING THE EUROPIAN UNION IN GEORGIA - მ,  წამყვანი კი ზაზა მანია გახლდათ. 

მეორე ადგილზე გავიდა სოფელ ნაკრის საჯარო სკოლა, ხოლო მესამე ადგილი სოფელ უშგულის საჯარო სკოლას ერგო. 

სასიამოვნო დღე კი სამახსოვრო საჩუქრებით დასრულდა.

„ამავდროულად მინდა ხაზი გავუსვა ამ გუნდის სამი წევრი მერვე კლასის მოსწავლეები - ნიკოლოზ რატიანი, რომან სუბელიანი და მარიამ გვარლიანი თანაკლასელ გუნდის წევრებთან - მზია ფალიანთან და ლიზი მაჩიტიძესთან ერთად მონაწილეობდნენ, რომელიც ჩატარდა სამ ეტაპად:

1. სარაიონო - და აიღეს პირველი ადგილი;
2. რეგიონალური და აიღეს პირველი ადგილი;
3.რესპუბლიკური სადაც აიღეს მესამე ადგილი“,- დამატებით ინფორმაციას გვაწვდის სკოლის წარმომადგენელი და მოსწავლეებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203