„ჩემი საუკეთესო გამოცდილება კოლეგას“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა I რესპუბლიკური კონფერენცია გაიმართა 
10-04-2024

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. 

სკოლაში მოეწყო მასწავლებელთა I რესპუბლიკური კონფერენცია - „ჩემი საუკეთესო გამოცდილება კოლეგას“.

კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის სამოცამდე მასწავლებელი სხვადასხვა ქალაქების სკოლებიდან - თბილისიდან, მცხეთიდან, ბათუმიდან, ქობულეთიდან, ქუთაისიდან, ბაღდათიდან, წყალტუბოდან და ა.შ.

კონგერენცია მეტად საინტერესოდ წარიმართა, მონაწილეებმა 17 საუკეთესო პრეზენტაცია მოისმინეს. 

როგორც წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში გვეუბნებიან, კონფერენციამ თავისი მისია მაღალ დონეზე შეასრულა. 

„კოლეგებმა საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაო დღე გაატარეს, ისინი სიყვარულით და დიდი პატივისცემით უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას“,- გვიყვებიან სკოლაში. 

კონფერენციის ბოლოს, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორმა მაია ნუცუბიძე-ქობულიამ სერტიფიკატები გადასცა კონფერენციის მონაწილეებს. მ

ასწავლებლებმა გამოხატეს მადლიერება მაღალ დონეზე ჩატარებული კონფერენციისთვის და გამოთქვეს სურვილი რესპუბლიკური კონფერენცია გახდეს ტრადიციული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203