„საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!“- თაზაკენდის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიიდან 35-ე წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს
09-04-2024
აღნიშნული ღონისძიების მიზანი სამართლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების გახსენება და მათი სულის უკვდავყოფა იყო. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე, პედაგოგ თიკა ბუდაღაშვილის ხელმძღვანელობით, მონდომებით ჩაერთო, მათ საინტერესოდ ისაუბრეს, თემატური ნამუშევრები დაამზადეს და ცოდნა გამოავლინეს.

ღონისძიებას სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203