კვაცხუთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, 9 აპრილთან დაკავშირებით, მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა
09-04-2024
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიის უახლესი ფურცლები კარგად გაიაზრონ.
სწორედ ამიტომ, ისტორიის მასწავლებელმა ზეინაბ კილასონიამ, 9 აპრილთან დაკავშირებით, მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.
პედაგოგმა გასული საუკუნის 80-იანი წლების მოვლენებზე, საბჭოთა კავშირის გავლენებსა და სისხლიანი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაზე ისაუბრა. მოსწავლეები აქტივობის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთენ, ისინი მასწავლებელს ყურადღებით უსმენდნენ. აღსანიშნავია, რომ მათ დოკუმენტური ფოტო-ვიდეო მასალაც ნახეს.
„ვფიქრობთ, ჩვენმა მომავალმა თაობამ კარგად უნდა იცოდეს უახლესი წარსული და ის სულისკვეთება, რაც ახალგაზრდებს ჰქონდათ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს