ვალის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საქართველოს ისტორიაში 9 აპრილის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ
09-04-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

კლასის დამრიგებლები მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, გაახსენეს 9 აპრილის მოვლენები, ერთად ნახეს კადრები საქართველოს ისტორიიდან. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, კედლის გაზეთები დაამზადეს და საინტერესო პრეზენტაციები გამართეს. 

სასკოლო საზოგადოებამ ხაზი გაუსვა, რომ ეს დღე გლოვისაც არის და ზეიმისაც, რადგან სწორედ 9 აპრილის, ტრაგედიიდან 2 წლის მერე, საქართველოს ხელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღეს.

„1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა, ეს დღე მთელი ერის დამოუკიდებლობისკენ თავდაუზოგავი სვლა იყო. გვახსოვდეს ნიჩბებით აჩეხილი აქციის მონაწილეები და არ დავივიწყოთ 9 აპრილს წამებული 21 ადამიანი“, - ეს მთავარი გზავნილები გააჟღერეს მასწავლებლებმა. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203