ანდეზიტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჟურნალისტის როლი მოირგეს და ინგლისურენოვანი „სატელევიზიო გადაცემა“ მოამზადეს
10-04-2024

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, ანდეზიტის საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს „სატელევიზიო გადაცემა“ ინგლისურ ენაზე.

ბავშვებმა წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით გადაიღეს სიუჟეტი „ადგილობრივ ახალ ამბებზე“, „კრიმინალურ“ შემთხვევასა და სოფელში „სპორტულ სიახლეებზე“.

ასევე, სასკოლო საზოგადოებას გააცნეს ამინდის პროგნოზი. ე.წ. სტუდიაში მოიწვიეს მასწავლებლები და მშობლები.

საინტერესო აქტივობას მასწავლებელი ნათელა გელაშვილი-დუგაროვი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203