„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ - ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები
08-04-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებაზე და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

შესაბამისად სკოლა აქტიურად შეუერთდა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას. 

მოსწავლე-მასწავლებლები სლოგანის - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ გარშემო გაერთიანდნენ, სოლიდარობა გამოხატეს, სიმბოლურად ხელები მოიხატეს და სინდორმის შესახებ არსებული მითები დაამსხვრიეს და რეალურ ფაქტებზე ისაუბრეს. 

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს მსოფლიო 21 მარტს აღნიშნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203