„არა ბავშვთა შრომას“ - გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
10-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საინტერესო პროექტები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, არაფორმალური განათლების ფარგლებში, ჩატარდა ღონისძიება „არა ბავშვთა შრომას“.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ტრეფიკინგის შესახებ, შექმნეს პოსტერი, გააფორმეს ნახატებით.

მათ ასევე იმსჯელეს, თუ რა ზიანი მოაქვს ნაადრევ ასაკში ბავშვებისათვის მძიმე ფიზიკურ შრომას.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

აქტივობას ხელმძღვანელობდნენ: კონსულტანტ მასწავლებელი ლია მარგიშვილი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი თეკლე ლონდარიძე.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203