ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს 
08-04-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

მათ შორის აღსანიშნავია დედის დღისადმი მიძღვნილი წარმტაცი ღონისძიება, რომელიც ყველაზე საყვარელი ადამიანებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ისახავდა მიზნად. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მათ შორის, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს. 

ბავშვებმა დედებსა და მასწავლებლებს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203