ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
08-04-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან, მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები ზრუნავენ.

ახლახან, სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით, დასუფთავების აქცია გაიმართა. მოსწავლეებმა სკოლის ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს და გაამწვანეს.

მოხალისე მოსწავლეები აქციაში შემართებით ჩაერთნენ, მათ მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელობა და როლი კარგად ესმით. ბავშვებმა ბუნების მოფრთხილებისკენ სხვებსაც მოუწოდეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203