სამების საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა
10-04-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სკოლაში ეკოსკოლების პროგრამის ფარგლებში, სამოქმედო გეგმის განხორციელება გრძელდება. 

პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა, 23 მარტს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოსდაცვითი ღონისძიება - „დედამიწის საათი“, აღნიშნეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიზანი იყო, კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის გაზრდა, ქცევის გარემოს სასარგებლოდ შეცვლა.

იხილეთ ვიდეო: 


 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203