სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვეს
10-04-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წახალისებას ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში და თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ დიდი ყურადღება ეთმობა. 

16 მარტს, მოსწავლეები სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში გამართულ, ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის? - ევროპის შესახებ“, მონაწილეობდნენ. 

ინტელექტუალურ თამაშში სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი უნარები და წიგნიერება საუკეთესოდ წარმოაჩინეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. 

აღსანიშნავია, რომ თამაშის წამყვანი ვალერი მინდელი გახლდათ. 

სკოლაში მოსწავლეების წარმატებით ამაყობენ, მოსწავლეებს ამ გამარჯვებას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203