დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო სტუმრებს უმასპინძლეს
08-04-2024
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში თბილისის ილია ვეკუას სახელობის N42 სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებს უპასპინძლეს. ისინი სკოლაში პროექტის - „მეცნიერება იწყება სკოლიდან“ ფარგლებში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოუსმინეს თემის - „წრფივი ალგებრის ამოცანები ეკონომიკაში“ პრეზენტაციას კვანტური კომპიუტერის შესახებ. ამის შემდეგ კი, ჯგუფებად დაიყვნენ და ერთმანეთს მათემატიკის ამოცანების ამოხნაში შეეჯიბრნენ.

სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის სტუმრებს საინტერესო დღისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203