სამების საჯარო სკოლაში პოსტერების კონკურსი გაიმართა
10-04-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, პოსტერების კონკურსი ჩატარდა. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსის თემა -  „ანიმე“, გახლდათ, რაც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან კონკურის მიზანი იყო მოსწავლეებში კრეატიული აზროვნების, შემოქმედებითი უნარების განვითარება და მოტივაციის ამაღლება.

კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები „ანიმეს“ თემატიკასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ბოლოს საუკეთესო ნამუშევრის ავტორებიც გამოვლინდნენ. 

მოსწავლეებისთვის, აღნიშნულ თემაზე მუშაობა ძალიან სახალისო იყო, მათ თავიანთი ფანტაზიებით გააცოცხლეს ანიმეს სიუჟეტები და საყვარელი პერსონაჟები, რამაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203