ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა სახოკია ჭადრაკში იმერეთის ჩემპიონია
08-04-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა დიდი სიამაყით გვაცნობს IV კლასის მოსწავლე ლუკა სახოკიას და მის წარმატებას ჭადრაკში. 

30 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა იმერეთის ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის.

ლუკა სახოკია კი, 12 წლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ჩემპიონი გახდა. 

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი ნინო ღურჭუმელიძე გახლავთ, რომელსიც განსაკუთრებით გახარებულია მოსწავლის წარმატებით. 

„ვულოცავთ ლუკას ამ ბრწყინვალე შედეგს და მომავალშიც დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203