„35 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან“ - პატრიოტული ღონისძიება ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში
08-04-2024

ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლის ქეთევან ინდუაშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „35 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან“.

ღონისძიებაში მე-6 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პროექტები, ისაუბრეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაზე, ტრაგედიის წინაპირობებზე და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. აღნიშნეს, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ასევე დასძინეს, რომ არასოდეს დაივიწყებს ქართველი ერი 9 აპრილს დაღუპულ ადამიანებს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

„მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს“ - გააჟღერეს მოსწავლეებმა და ღონისძიება დაასრულეს ლელა ვეფხვაძის შესრულებული სიმღერით „სალაღობო“. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მოხდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203