სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა თეატრალურ ოლიმპიადაში გრანპრი მოიპოვს
10-04-2024
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა გააქტიურებაზე, მოტივირებასა და შესაძლებლობების წარმოჩენაზე ზრუნავენ.
სასიამოვნოა, როდესაც მათი შრომა ფასდება და მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან. ამჯერად, პედაგოგ ნინო გარუჩავას ხელმძღვანელობით, მე-3დ კლასის მოსწავლეები აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის ორგანიზებულ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე მათ სპექტაკლი „წუნა და წრუწუნა“ წარადგინეს, ღირსეულად იასპარეზეს, მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს და გრანპრი მოიპოვს.
სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს