შუქრუთის N1 სკოლაში სამხედრო მოსამსახურეებმა საინფორმაციო-აღმზრდელობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს
10-04-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. 

5 აპრილს, სკოლას ესტუმრნენ საჩხერის სამთო-სამაშველო ბატალიონის წარმომადგენლები. მათ მოსწავლეებთან მოაწყვეს საინფორმაციო-აღმზრდელობითი შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება.

როგორც სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თეიმურაზ მაჭარაშვილი გვიყვება, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია საჩხერის ბატალიონის შესახებ, ნახეს ვიდეორგოლები, ასევე, სამხედროებმა მოსწავლეებს საჩუქრად გადასცეს სამახსოვრო დღიურები, სტიკერები და სამახსოვრო სამაჯურები.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203