ჯვარის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო ტრენინგებს ატარებენ
11-04-2024

მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში. 

ამჯერად,  მოსწავლეები: მარიამ მატუა და დავით ჭკადუა, ჩართულნი არაინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოგენის“ პროექტში - „ახალგაზრდები დემოკრატიისთვის“.

ამ პროექტის ფარგლებში ზუგდიდის ხობის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ათი თემიდან შეირჩა 20 ახალგაზრდა, რომლებმაც გაიარეს რვადღიანი ტრენინგები და ახლა უკვე საკუთარ თემებში, ჯვარის სათემო ცენტრის ბაზაზე ატარებენ ტრენინგებს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ტრენინგებს მართავენ შემედგ თემებზე: სამოქალაქო საზოგადოება, მმართველობის ფორმები და ევროინტეგრაცია.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203