ჯვარის N3 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
10-04-2024

მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლაში  დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეები ამ დღის არსსა და მნიშვნელობას გაეცნენ, ისაუბრეს მისი დაარსების ისტორიაზე და აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია. 

„აქ სიყვარულია! აქ მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ - ამ მოწოდებების ირგვლივ გაერთიანებულმა მოსწავლეებმა სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და საზოგადოებას სიყვარულისკენ მოუწოდეს. 

დღე ემოციებით დატვირთული, დასამახსოვრებელი და ძალიან სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203