ჯვარის N3 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ფრენბურთში, რეგიონულ ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა
08-04-2024
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, მოსწავლეები, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის სპორტკომპლექსის დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გამართულ რეგიონულ ტურნირში მონაწილეობდნენ. ფრენბურთში, გოგონათა კატეგორიაში ქ. ჯვარის N3 საჯარო სკოლამ პირველი ადგილი დაიკავა.

სკოლის მოსწავლეთა პედაგოგები ლადო სალია გახლავთ.

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203