
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
მათ შორისაა ნორჩი პიანისტი ლია ონიკაშვილი-შამათავა, რომელიც თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლემ გახლავთ. (პედაგოგი ლიალია ბალანჩივაძე).
8 წლის ილიამ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 ხელოვნების სკოლაში გამართულ კლასიკური მუსიკის მე-17 ეროვნულ კონკურსზე - „მომავლის ვარსკვლავები“ წარმატებით წარდგა.
მან შეასრულა ტ. ლაქის - „ტარანტელა“, კ. ცაბაძის - „მშობლიური პეიზაჟი“, ი. სრიბოგის - „მამლების ვალსი“, ს. მაიკაპარის - „მძვინვარე ნაკადი“ და ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა.
გიმნაზიაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ილიას მუსიკალურ კონკურში წარმატებულ მონაწილეობას და ვუსურვებთ მომავალშიც ულევ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: