ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში 1-ელი ადგილი დაიკავეს
08-04-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ, შემეცნებით შეჯიბრსა და კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდნენ, სადაც რაიონის მონაწილე თერთმეტ გუნდს შორის I ადგილი მოიპოვეს. 

თამაში 6 აპრილს ქალაქ აბაშის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა.

მოსწავლეთა წარმატებით სასკოლო საზოგადოება ამაყობს

„სკოლის სახელით ვულოცავთ გუნდს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203