კუჭატნის საჯარო სკოლის ეზო მოსწავლეებმა გაამწვანეს 
08-04-2024
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან.

ამას ადასტურებს, ისიც, რომ მოსწავლეებმა სკოლის ეზო ენთუზიაზმით გაამწვანეს. მათ სკოლის ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის, შაქრო კანდელაკის დახმარებით, გადამტვრეული ხეების ძირები ამოჭრეს და შიგნით ყვავილები ჩარგეს.

„გაზაფხულის დადგომასთან ერთად, გამწვანდა და გალამაზდა ჩვენი სკოლის ეზო. ზამთარში, ქარის გადამტვრეული ხეების ძირების ამოჭრა და შიგ ყვავილები ჩაირგო“, - გვიყვებიან სკოლაში.

ამოჭრილი ნაწილებისგან მათ გეომეტრიული ფიგურები დაამზადეს, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

სკოლაში, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელს - შაქრო კანდელაკს გვერდით დგომისთვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203