„9 აპრილი“- აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში მინი ლექცია გაიმართა
08-04-2024
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საქართველოს უახლესი ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, რომ ღირსეული და პატრიოტი მომავალი თაობა აღზარდონ.
სკოლაში მნიშვნელოვანი თარიეღებიც შესაბამისად აღინიშნება. ამჯერად, კი მინი ლექცია - „9 აპრილი" ჩატარდა. მოსწავლეებს ადმინისტრაციის წარმოამდგენლებნი და პედაგოგები გაესაუბრნენ.
9 აპრილის მიტინგის მონაწილეებმა, ამავე სკოლის პედაგოგებმა - ვალიდა კვინიხიძემ და არიადნა ჯანაშიამ მაშინდელი მძიმე დღეები გაიხსენეს. მათ ამ დღის მნიშვნელობა მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, უფროსმა თაობამ 9 აპრილის შესახებ მათი მონათხრობი ცრემლების გარეშე ვერ მოისმინა.
1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა არმიამ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია. შედეგად კი, დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს