ბათუმის N9 სკოლის სამოქალაქო კლუბის დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
08-04-2024

ბათუმის N9 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი „ევროპული მომავალი“ აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, წამოწყებულ სხვადასხვა სახის კამპანიაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, კლუბის წევრები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ აქტიურად. 

ისინი გაერთიანდნენ სლოგანის - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ გარშემო და სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს.

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, თემატური პლაკატები და ნახატები შექმნეს. 

ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეს დღე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება. 

ღონისძიება სახელწოდებით - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203