„სოლომან მორბელაძე“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში, „სწავლა კეთებით“ მეთოდის გამოყენებით, ეფექტური გაკვეთილი ჩატარდა
08-04-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო, მრავალფეროვან მეთოდებს იყენებენ.

ამჯერად, მე-8 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის - ნონა თოდუას ხელმძღვანელობით ჩატარდა ეფექტური გაკვეთილი „სწავლა კეთებით“ მეთოდის გამოყენებით, თემაზე - „სოლომან მორბელაძე“.

მოსწავლეებმა, კლასში, მოაწყვეს მოთხრობის მთელი სიუჟეტის მოკლე, კოსტუმირებული ინსცენირება.

საგაკვეთილო პროცესში ჩართული იყო ყველა მოსწავლე.

„მათ  გააცოცხლეს კლასიკური ნაწარმოების პერსონაჟები და გაიაზრეს ნაწარმოების მთავარი სათქმელი - როდის მიეცემა ადამიანს თავის რჩენის შესაძლებლობა ღირსეული, ლეგიტიმური გზებით, სინდისის ქენჯნის გარეშე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღნიშნულ დღეს მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს. 

მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...