აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღე განსაკუთრებული ხალისით აღინიშნა
08-04-2024
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიმართულებით კი, სხვადასხვა თემატური ღონისძიება თუ პროექტი ეწყობა. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღე განსაკუთრებული ხალისით აღინიშნა. 

ამასთან დაკავშირებით, სპორტული აქტივობები გაიმართა. მოსწავლეებმა ბურთი ითამაშეს, ლახტით იხტუნავეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ და სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს. 

„ჩვენი სკოლა ზრუნავს მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე, ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები და პედაგოგები“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203