ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში ბოშათა საერთაშორისო დღე აღინიშნა 
10-04-2024

2024 წლის იისფერი 8 აპრილის ლამაზ დილას საოცარი საზეიმო განწყობა სუფევდა ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში, ამ განწყობის მიზეზი ბოშათა საერთაშორისო დღე იყო, რომლის აღნიშვნაც უკვე რამდენიმე წელია სკოლაში ტრადიციად იქცა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლის თვითმართველობამ, სრულიად სასკოლო საზოგადოებამ, ეთნიკური უმცირესობების, სკოლის - ბოშა მოსწავლეებს სიხარულით, სითბოთი, სიყვარულით სავსე დღე აჩუქა.

გაიმართა შემეცნებითი პრეზენტაცია, თემატურ საღამოზე კი შესრულდა ბოშური ცეკვები და სიმღერები.

8 აპრილს, მსოფლიოს ქვეყნებში, ბოშების საერთაშორისო დღე აღინიშნება.  ამ დღის მიზანი, ბოშათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ წინაშე არსებული ბარიერების შესუსტება და საზოგადოებისთვის, მათი ადათ-წესების გაცნობაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203