„როგორ ვიზრუნოთ ფიზიკურ სიჯანსაღეზე“ - თბილისის N107 სკოლაში ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინტეგრირებული პროექტი განხორციელდა
08-04-2024

თბილისის N107 საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები გაიმართა.

სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა ინტეგრირებული პროექტი - „როგორ ვიზრუნოთ ფიზიკურ სიჯანსაღეზე“. პროექტში ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა საგნის პედაგოგები: ირინა ნიქაბაძე, ქრისტი ბართია (ბუნებისმეტყველება), ლია ბურჯანაძე (მოქალაქეობა), ელისო ზანგურაშვილი (ინგლისური) და VI, VII  კლასების მოსწავლეები.

ბავშვებმა დაამზადეს ორენოვანი პოსტერები, ბროშურები, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა.

7 აპრილი - ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ეს დღე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა.  ყოველი წლის 7 აპრილს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცდილობს რომელიმე ერთი დაავადების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერება აამაღლოს და ჯანდაცვის პრობლემებს საერთაშორისო ყურადღება მიაპყროს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203