ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით, V კლასის მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია ჩატარდა
10-04-2024

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში შემეცნებითი საუბარი გაიმართა, რომელიც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას და თვალაწიერის გაფართოებას ემსახურებოდა. 

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სოციალური მუშაკის ინიციატივით, V კლასის მოსწავლეებისთვის (დამრიგებელი ნატო გვილავა) პრეზენტაცია ჩატარდა.

პრეზენტატორებმა - მარიამ გორგოძემ და ლიზი ჯაფარიძემ ბავშვებს მიაწოდეს ინფორმაცია აუტისტური სპექტრის შესახებ, ისაუბრეს იმ ცნობილი და წარმატებული ადამიანების შესახებ, რომლებიც აუტისტები არიან. მოსწავლეებმა აუტიზმის შესახებ გავრცელებული მითები და რეალობა გამიჯნეს. 

გაიმართა დიალოგი, პროცესში აქტიურად ჩაერთნენ სპეცმასწავლებლები და სკოლის ექიმი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული მიმართულებით კვლავ გაგრძელდება შეხვედრები და დაიგეგმება აქტივობები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203