
ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგები არა მატრო მოსწავლებს უმაღლებენ განწყობას, არამედ საკუთარ მოტივაციაზეც იმერული იუმორითა და კრეტივით ზრუნავენ.
ამის დასტურია პედაგოგების შთამბეჭდავი პერფორმანსი, მათ გაჰიტებული ქართული სიმღერა თავიანთ პროფესიას მოარგეს, იუმორნარევმა რეპერტუარმა კი, დიდი მოწონება და შექება დაიმსახურა.
„ჩვენი სკოლის სელებრითები“,- ასე უწოდეს ნიჭიერ და მხიარულ პედაგოგებს სკოლაში.
ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი განწყობა სასურველი მიზნის მიღწევისა და საქმის ხალისიანად, შემართებით კეთებისთვის.
იხილეთ ვიდეო: