მაღრაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შემეცნებითი პრეზენტაციით შეუერთდნენ
08-04-2024
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს გამოეხმაურნენ. მე-9 მე-10 კლასის მოსწავლეები ამ დღისადმი მიძღვნილ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. მათ დაუნის სინდრომთან დაკავშირებით პრეზენტაცია მოამზადეს, სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და ფაქტები აღნიშნეს.
მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეს დღე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს