სიღნაღის საჯარო სკოლაში ქართულ ენა-ლიტერატურასა და ისტორიაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
30-05-2018
სიღნაღის საჯარო სკოლაში მე-8 კლასში ქართულ ენა-ლიტერატურასა და ისტორიაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
თემა ისტორიიდან იყო: „ტოტალიტარიზმი და დიქტატურა - მსოფლიო ბოროტება“, ხოლო ქართული ენა-ლიტერატურიდან: „ტირანული სახელმწიფო და ადამიანის ბედი ქართულ ლიტერატურაში“.
აღნიშნულ გაკვეთილზე განიხილეს ჭ. ამირიჯიბის „მოსე ზამთარაძის ნაამბობი“ და რევაზ ინანიშვილის მოთხრობა - „პატრა ბიჭი გოლიათზე“.
ისტორიის მასწავლებელი მანანა დავითაშვილი გახლავთ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კი ნინო ქოქუაშვილია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს