ხორშის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შემეცნებითი აქტივობები მოეწყო
მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი ღონისძიებები ეძღვნება.
ახლახან, სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს გამოეხმაურნენ. მოსწავლეები ამ დღისადმი მიძღვნილ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
მათ დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს, გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და ფაქტებზე ისაუბრეს. ბავშვებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეს დღე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: