ზანის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია ღონისძიებით გაიხსენეს
08-04-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას აქტივობა მიეძღვნა. 

ღონისძიება დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა და კლასის დამრიგებლებმა გამართეს. დამსწრეთა წინაშე მოკლე წინასიტყვაობით სკოლის დირექტორი რომანი კვაშილავა წარდგა. მან ტრაგიკული მოვლენების შესახებ ისაუბრა. 

გარდა ამისა, სკოლაში თითოეული მომიტინგის ღვაწლი აღნიშნეს და მოვლენა ისტორიულ ჭრილში განიხილეს.

„დიდება მათ, ვინც იმედით, მედგრად დახვდება გარე თუ შიდა, უხილავ თუ ხილულ მტერს,  ყოველ ღონეს ხმარობს რათა საკუთარი სამშობლოს ღირსება და დიდება ნებისმიერ ფასად დაიცვას და თავის მომავალს გადასცეს! შევეცადოთ ვიცხოვროთ ისე, რომ მათი ამაგი წყალში არ ჩაიყაროს“,- სწორედ ეს სიტყვები გასდევდა ღონისძიებას. 

1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა არმიამ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია. შედეგად კი, დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203