ორღულის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს ბიოლოგიის გაკვეთილი სკოლის ექიმის ჩართულობით ჩაუტარდათ 
08-04-2024
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა მოტივირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ეწყობა.

მათ შორის, აღსანიშნავია მე-7 კლასში, სკოლის ექიმის - მარინა ცუხიშვილის ჩართულობით, ჩატარებული ბიოლოგიის გაკვეთილი, რომლის თემა იყო - „ადამიანის სოკოვანი დაავადებები“.

სკოლის ექიმი მოსწავლეებს ესაუბრა სოკოვან დაავადებებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და სოკოვანი ინფექციების პრევენციის გზებზე. მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

სკოლაში, საინტერესო აქტივობისთვის, მარინა ცუხიშვილს მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203