თბილისის N141 სკოლის მოსწავლის - ანა ლაპიაშვილის ბრწყინვალე სპორტული წარმატება
08-04-2024
თბილისის N141 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს, რომელთა მიღწევები ზოგჯერ საგანმანათლებლო სფეროს სცდება.
ერთ-ერთი მათგანი მე-10 კლასის მოსწავლე ანა ლაპიაშვილია. ახლა სკოლაში სწორედ მისი წარმატებით ხარობენ.
მეათეკლასელი ბატუტზე ხტომაში საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრების წევრია. ნაკრებმა პორტუგალიაში მიმდინარე ბატუტზე ხტომის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და გუნდურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონობა ისტორიაში პირველად იზეიმა.
ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში არიან ნინო ქორიძე, ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე. სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს