ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
08-04-2024
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. მათ დაუღალავ შრომას კი შედეგი გამოაქვს.
ამის დადასტურებაა ისიც, რომ მოსწავლეები არაერთ ღონისძიებასა და პროექტში ერთვებიან. ახლახან, ორგანიზაცია „მწიგნობარმა“ შუახევის საჯარო სკოლაში ოლიმპიადა სხვადასხვა საგნებში ჩაატარა.
მასში ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და მაღალი შეფასება მიიღეს.
ჭალის საჯარო სკოლა თავის მოსწავლეებს ამ წარმატებას ულოცავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს