აჭყვას საჯარო სკოლაში, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა
08-04-2024
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ახლახან, სკოლაში სპორტის პედაგოგების - ნატო ბერიძისა და ვიტალი კუნჭულიას ხელმძღვანელობით, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიება ჩატარდა. „მხიარულ სტარტებში“ ყველა უდიდესი ხალისითა და მოტივაციით ჩაერთო.

ღონისძიების მიზანი ყოველდღიურობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა იყო. მართლაც, მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მხიარულ და ხალისიან გარემოში მიმდინარეობდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203