წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კალიგრაფიის კონკურსში შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს
08-04-2024
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშნდებიან და სხვადასხვა პროექტში ხშირად ერთვებიან.

ზუგდიდისა და ცაისიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის და საგანმანათლებლო ცენტრის - „მამული ენა სარწმუნოების“ ორგანიზებით ღონისძიება - „ქართულ კალიგრაფია 2024“ ჩატარდა. მასში წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. მათ ხელოვნების მასწავლებელ ია შანავას ხელმძღვანელობით, ბევრი იშრომეს და მოწონებაც დაიმსახურეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებს ლამაზად წერა სწორდ მან შეაყვარა. მოსწავლეთა ნამუშევრები მართლაც ძალიან საინტერესო, ლამაზი და შთამაგონებელი იყო.

„ისინი დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში. მადლობა ქალბატონ იას და თითოეულ მონაწილე მოსწავლეს, რომლებიც სკოლის დირექციამ სიგელებით დააჯილდოვა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203