ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები რეგიონალურ კონფერენციაზე საინტერესო კვლევითი ნაშრომებით წარდგნენ
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი კონფერენციაში - „მუზეუმის როლი განათლებაში“ მონაწილეობდნენ.
აჭარის მუზეუმის ორგანიზებულ მოსწავლეთა II რეგიონალური კონფერენციას- „მუზეუმის როლი განათლებაში“, რელიგიის მუზეუმი მასპინძლობდა.
კონფერენციაზე მოსწავლეებმა კვლევითი ნაშრომები და საინტერესო თემები წარადგინეს, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
კონფერენციის მოდერატორმა - რელიგიის მუზეუმის ხელმძღვანელმა, კონფერენციის საგანმანათლებლო შემეცნებით მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებთან ერთად შემაჯამებელი დისკუსია გამართა.
კონფერენციის დასასრულს, მოსწავლეებსა და პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, აჭარის მუზეუმის ეგიდით ხორციელდება და იგი სამომავლოდაც გაგრძელდება.
იხილეთ ფოტოები: