„ჩემი საყვარელი პროფესია“ - დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
08-04-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა და პროექტი იმართება, რომელშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.

მათ შორის იყო პროექტი „ჩემი საყვარელი პროფესია“, რომელიც სკოლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ იზა ნინიაშვილის ხელმძღვანელობით განახორციელეს.

პროექტის მიზანი გახლდათ შემდეგი: როგორ ავირჩიოთ პროფესია და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი არჩევისას.

პროექტში ჩართულნი იყვნენ მოსწავლეთა მშობლებიც. მათ ისაუბრეს საკუთარი პროფესიების მნიშვნელობაზე. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ძველი და ახალი პროფესიების შესახებ. ჩატარდა გამოკითხვა- ვინ მინდა გამოვიდე, ვიქტორინა- მინიშნებებით პროფესიის გამოცნობა.

პროექტი ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და სახალისო იყო.

„მადლობა მოსწავლეებს და მათ მშობლებს, მასწავლებლებს აქტიური მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203