თბილისის N49 სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, შემეცნებითი აქტივობები გაიმართა
თბილისის N49 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობენ.
მათ შორის იყო დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები, რომელიც სკოლაში სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მხარდასაჭერად განხორციელდა.
აქტივობებში ბავშვები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
მათ სპეციალური მასწავლებლის ხელმძღვანელობით დაამზადეს პოსტერები, კლასში წარადგინეს პრეზენტაცია, ნახეს ვიდეორგოლი, საკუთარი ხელით შექმნეს სიმბოლური აქსესუარები.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეს დღე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: